ბოლო ამბები
14/10/2024

მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მე და ჩემ გუნდს გვექნება მზაობა, რომ საჭირო დროს, საჭირო მომენტში ქვეყანას საკონსტიტუციო მოწყობით ისეთ მოდელზე გადავიყვანოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ავიხდინოთ ჩვენი მრავალწლიანი ოცნება – საქართველო კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი

გაზიარება

2012 წლის მსგავსად, 2024 წლის არჩევნებს და “ქართული ოცნების” გამარჯვებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. როგორც წლების წინ, დღესაც, თქვენ წინაშე მდგომი პირობას გაძლევთ, რომ თქვენი მხარდაჭერის შემდეგ, “ქართული ოცნება” მშვიდობის, კეთილდღეობის და საქართველოს ღირსეული ევროპული მომავლის ერთადერთი გარანტი, ერთხელ და სამუდამოდ დაასრუჯლებს არამხოლოდ რადიკალურ ოპოზიციას, არამედ, დღის წესრიგში დადგება ნაციონალური მოძრაობის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხი”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 8 სექტემბერს, ახალციხეში, საარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

“მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მე და ჩემ გუნდს გვექნება მზაობა, რომ საჭირო დროს, საჭირო მომენტში ქვეყანას საკონსტიტუციო მოწყობით ისეთ მოდელზე გადავიყვანოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ავიხდინოთ ჩვენი მრავალწლიანი ოცნება – საქართველო კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი”– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

სხვა ამბების წაკითხვა