ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რომ „ქართული ოცნება“ არის სწორედ ის, რომელსაც არანაირად არ უნდა სხვა გზა, გარდა იმ სტრატეგიული ერთი გზისა, რასაც ევროკავშირში ინტეგრაცია ჰქვია, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ არანაირი ურთიერთობები შეჩერებული არ არის. ისევ მიმდინარეობს კანონმდებლობის ფორმირება და აღსრულება ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების გეგმის მიხედვით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.
დონორების მხრიდან ისევ მიმდინარეობს იმ პროექტების დაფინანსება, რომლის ბენეფიციარი სახელმწიფოა. რამდენიმე კომპონენტი სამხედრო მიმართულებით იყო შეჩერებული. მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ანახებს იმას, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რომ „ქართული ოცნება“ არის სწორედ ის, რომელსაც არანაირად არ უნდა სხვა გზა, გარდა იმ სტრატეგიული ერთი გზისა, რასაც ევროკავშირში ინტეგრაცია ჰქვია, მაგრამ არამც და არამც ისე, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი პაიკი, ამ პლანეტაზე, სადაც ვიცით, რომ ბრძოლაა. გავლენები დიდი სახელმწიფოებისა პატარა სახელმწიფოებზე მუდმივად იყო, იქნება და ჩვენი ვალია, როგორც ხელისუფლების, რომ ამ ძალიან რთულ სიტუაციაში, ეს გზა მშვიდობით გავიაროთ ისე, რომ ჩვენი ეროვნული ღირებულებები დავიცვათ და კარგად დავაკვირდეთ იმ პროცესებს, რომელიც მათ შორის, ევროპაში მიმდინარეობს“, – აღნიშნა ბითაძემ.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს