მიხეილ სააკაშვილის თქმით, ლაშა ბაქრაძე მისი პრეზიდენტობის დროს დაინიშნა მუზეუმის დირექტორად და 26 ოქტომბრის შემდეგ კვლავ დაფასდებიან პროფესიონალები. ამ განცხადებით ის ეხმიანება კულტურის სამინისტროს მიერ, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორობიდან ლაშა ბაქრაძის გათავისუფლებას.
“ლაშა ბაქრაძე მოხსნეს ლიტერატურის მუზეუმის დირექტორობისგან. თავის დროზე ჩემი პრეზიდენტობის დროს ლაშა დაინიშნა იმიტომ, რომ თავისუფლად მოაზროვნე მაღალი დონის ინტელექტუალია, სწორედ თავისუფლად აზროვნებისთვის მოხსნეს ახლაც. არაუშავს, 26 ოქტომბრის შემდეგ პროფესიონალები ხელახლა დაფასდებიან.”– წერს სააკაშვილი.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს