ბოლო ამბები
14/10/2024

ყველას სათითაოდ დაგიმახსოვრებთ საქართველო, ვინც არ გაემიჯნებით ამ მოღალატე კაცს – ნინო ჯანგირაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

გაზიარება

ნინო ჯანგირაშვილი “ქართული ოცნების” ახალ სახეს, ჟიული შარტავას შვილიშვილს, ლიკა შარტავას მიმართავს, რომ გაემიჯნოს ბიძინა ივანიშვილს. ჯანგირაშვილის შეფასებით, ივანიშვილი არის მოღალატე კაცი.

“პირველად ვნახე ის გოგო, ქოცების ოცეულის წარდგენაზე რომ გამოიყვანეს, ჟიული შარტავას შვილიშვილიაო. ხოდა, შვილო, ვინც ხარ, ისე ნუ გაიუბედურებ თავს პარლამენტში მოხვედრის გამო, რომ ბაბუაშენის ხსოვნა შეურაცხყო. ეგ ნაძირალა კაცი მალე ბაბუაშენის სახელით ბოდიშის მოხდას მოგთხოვს რუსებისთვის იმის გამო, რომ სამშობლო უყვარდა და რუსებს და სეპარატისტებს შეაკვდა. კი, ბაბუაშენის გმირობისთვის ბოდიშის მოხდასაც მოგთხოვს ეგ არაადამიანი. მაგას მუხრუჭი აღარ გააჩნია. ნაცრისფერ ზონაში ვერავინ დაიმალებით, ყველა ხელისგულზე ხართ. ყველას პასუხისმგებლობა პერსონალურია. დიახ, ყველას სათითაოდ დაგიმახსოვრებთ საქართველო, ვინც არ გაემიჯნებით ამ მოღალატე კაცს.”– წერს ჯანგირაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა