ბოლო ამბები
14/10/2024

სპორტში ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები, ვთვლი, რომ მაქსიმუმი გავაკეთე ჩემი ქვეყნისთვის – ლაშა ტალახაძე

გაზიარება

სპორტში ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები, ვთვლი, რომ მაქსიმუმი გავაკეთე ჩემი ქვეყნისთვის რაც შემეძლო. კანონიდან გამომდინარე მომიწია ასე რომ ვთქვათ, გაჩერება და ძალიან სასიხარული ფაქტი იყო, როდესაც მმართველი ძალისგან (ქართული ოცნება) მივიღე შემოთავაზება, რაზეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი”– განაცხადა ლაშა ტალახაძემ “ფორმულის” ჟურნალისტთან საუბრისას.

“მინდა ვიყო იმ გუნდის შემადგენელი ნაწილი, რომელიც საქართველოს მოუტანს ერთობას, მშვიდობას და აუცილებლად გავხდებით ევროპის წევრი ქვეყანა“- განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

ლაშა ტალახაძე  ძალოსნობაში სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია. ის ასევე ფლობს მსოფლიო რეკორდს ატაცში (225 კგ), აკვრაში (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ). აღსანიშნავია, რომ სამივე რეკორდი, ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში მსოფლიოს ყველა დროის რეკორდია ძალოსნობისთვის.

სხვა ამბების წაკითხვა