მე პირველ რიგში ჩემი სამშობლო – საქართველო მიყვარს და ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდი ძალიან ბევრ მაგარ საქმეს გააკეთებს. დავიბრუნებთ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს და ავაშენებთ ძალიან მაგარ სახელმწიფოს, – განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა და „ქართული ოცნების“ სიის მე-7 ნომერმა გენო პეტრიაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.
„ოკუპანტების მიერ ჩემი გატაცება – ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, ჩემი წარსულია და გადავლახე, გავიმარჯვე ძალიან ბევრ რამეზე, ძალიან დიდ სირთულეზე.
წარმოშობით სამაჩაბლოდან ვარ, ძალიან მიყვარს და გული მტკივა, რომ დროებით ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენი გუნდი იქნება ის, ვინც მიიყვანს ჩვენს ქვეყანას გაერთიანებამდე და ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოს ავაშენებთ“, – აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს