გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის მიერ, ოსებისთვის ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რასაც უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, მათ შორის, 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებისგან.
“მშვიდობისთვის ეს ბიჭები იბრძოდნენ. ნაღდი, გამობრძოლილი, საიმედო, უსაფრთხო მშვიდობისთვის. გლუვმა საღორე ააშენა. ახლა უნდა, მთელი ხალხი შიგნით შეყაროს და თავის ხოშზე აღრუტუნოს. ვისაც ეგ გხიბლავთ, ისემც გიქნიათ, მაგ ლაფიდან არასდროს ამოსულხართ, ოღონდ იქ გადასრიალდით, მთავარ საღორეში, სადაც ახალი “ვიპუსკის” რომანოვი გელით.
ამ ქვეყანას კი არანაირ ვერსიაში არ დაგითმობთ, სულ რომ თავზე ხელის აღება დაგვჭირდეს. გიჯობთ, დაივიწყეთ, არა და ქართველი ხალხის წინაშე სულ ძირსგართხმული ბოდიშიც არ გიშველით. მისაღებს მიიღებთ, მკაცრად და დაუნდობლად. იანუკოვიჩი არ ვარო ქალამანამ – უკვე ხარ და კადაფის ნუ გაიჩალიჩებ. ან, გაიჩალიჩე, ღირსი ხარ უკვე.”– წერს გივი თარგამაძე.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს