მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია სავარაუდოდ ერთობლივად გააგრძელებენ პოლიტიკურ ალიანსს, რომლის მთავარი მიზანიც 26 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” დამარცხება იქნება. გახარია-ხაზარაძის პირისპირ შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივითა და შუამავლობით შედგა.
როგორც მამუკა ხაზარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მასსა და გიორგი გახარიას შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, თუმცა არ უარყო მათი შესაძლო თანამშრომლობა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს