ბოლო ამბები
25/03/2025

კიდევ ერთი ასეთი რეზოლუცია და “ოცნება” აიღებს 80%-ს – ხათუნა ხოფერია

გაზიარება

“კიდევ ერთი ასეთი რეზოლუცია და ოცნება აიღებს 80%-ს”- ასე ეხმიანება ხათუნა ხოფერია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას.

რაც მეტად უსამართლოდ მოგვექცევიან, მით მეტად გაეზრდება ამომრჩეველს თანადგომის სურვილი! “– წერს ხათუნა ხოფერია.

შეგახსენებთ, 9 ოქტომბერს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც ევროკომისიას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმებისკენ, წევრ სახელმწიფოებს კი ბიძინა ივანიშვილის დაუყოვნებლივი სანქცირებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციას, რომელიც არასავალდებულო ხასიათისაა, მხარი დაუჭირა 495-მა ევროპარლამენტარმა, მის წინააღმდეგ ხმა მისცა 73-მა, ხოლო 86-მა ევროდეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

ტექსტი ერთობლივად წარადგინეს და მხარი დაუჭირეს ევროპარლამენტის ძირითადმა ჯგუფებმა.

ევროპის სახალხო პარტია;
სოციალ-დემოკრატები;
ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები;
ლიბერალები (RENEW);
მწვანეები (Greens/EFA).

რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი განმეორებით მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს არა მხოლოდ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“, არამედ „ოჯახური ღირებულებების კანონმდებლობისა“ და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.

სხვა ამბების წაკითხვა