ბოლო ამბები
04/11/2024

ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა

გაზიარება
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააფართოვა უვიზო რეჟიმი  საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ ამიერიდან, უვიზოდ წასვლა და დარჩენა შეეძლებათ იმ პირებსაც,  რომლებიც ჩადიან რუსეთის ფედერაციაში სამუშაო საქმიანობის განსახორციელებლად, ან 90 დღეზე მეტი ვადით  დასარჩენად, მათ შორის განათლების მიღების მიზნით.მანამდე, საქართველოს ამ კატეგორიის მოქალაქეებს არ ჰქონდათ რუსეთში შესვლის ან რუსეთის ფედერაციის დატოვების უფლება ვიზის გარეშე.

დადგენილება ძალაში ხელმოწერის დღიდან – 10 ოქტომბრიდან – შედის.

სხვა ამბების წაკითხვა