ბოლო ამბები
19/02/2025

თბილისში 26 წლის ბიჭი მოკლეს და ცხედარი მაღალი სართულიდან გადმოაგდეს

გაზიარება

თბილისში 26 წლის ბიჭი მოკლეს და მაღალი სართულიდან გადმოაგდეს, შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნის ცხედრის დაწვა სცადეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რომელმაც უკვე დააკავა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო. შემდეგ კი, ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი
წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

სხვა ამბების წაკითხვა