ბოლო ამბები
19/02/2025

დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილებას უნგრეთი არ შეასრულებს – უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

გაზიარება

უნგრეთი საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ შეასრულებს, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ.

„უნგრეთი არ შეაჩერებს თავის შეთანხმებას საქართველოსთან სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო მოთხოვნისგან გათავისუფლების შესახებ, რადგან უნგრეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მომავალი საქართველოში უნდა გადაწყდეს და ქართველებმა მიიღეს მკაფიო გადაწყვეტილება, მოსწონს ეს ბრიუსელს, თუ – არა“, – აღნიშნა სიიარტომ.

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა. ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონები უდევს.

სხვა ამბების წაკითხვა