მსახიობი ცუცა კაპანაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება მისი კოლეგისა და მეგობრის, ალეკო თეთრაშვილის გარდაცვალებას.
“ალეკო, როგორ გვატკინე ყველას გული, როგორ ვანუგეშო შენი ლამაზი ოჯახი, სიტყვებს ვერ ვუყრი თავს ისე მიჭირს შენზე წარსულში საუბარი, 48 წელი ერთად თეატრში, პა-სეანსი, იუმორინა, საკუთარ თავს ვერ ვპატიობ რომ ვერ გნახე ჩამოსული რომ ვიყავი, ტელევიზიაში ვერ შეძელი მოსვლა და მითხარი არ წახვიდე ჩემი უნახავიო, გითხარი ამაღამ მივფრინავ და მალე ვბრუნდები და მერე ხშირად გნახავ მეთქი, ჩამო, ჩამო ჯიგარო დავუბრუნდეთ თეატრს და ტელევიზიას გეყო ამერიკაო. რამდენი კარგი ამბავი და კურიოზი. მახსენდება ეხლა ჩვენზე ჩემო უნიჭიერესო და კეთილო მეგობარო. მშვიდობით ჩემო კარგო სასუფეველი შენს სულს შევხვდებით იქ სადაც მართალნი განისვენებენ”- წერს ცუცა კაპანაძე
შეგახსენებთ, მსახიობი ალეკო თეთრაშვილი დღეს გარდაიცვალა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს