“ჩვენი დელეგაციის ღირსეული და გონივრული გადაწყვეტილება! უკან დახევისთვის სივრცე არც არსებობს, ერთი მცირე უპრინციპობა, ერთი მერყეობის ნიშანი და არავითარი დანდობა არ იქნება . . .”– წერს ჯონდი ბაღათურია სოციალურ ქსელში და ეხმიანება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის შესახებ.
“ეს გლობალური ბოროტი ძალა, კაცობრიობის ისტორიას რომ არ ახსოვს მსგავსი, “ორგანიზებული ბოროტება” და მისი მორჩილი აქაური ბრბო, ღმერთის და სამშობლოს წინააღმდეგ ამბოხებული ბრბო, “ცალ ფეხზე უნდა ვიდგეთო თუ ევროპა გვიბრძანებსო” ამას რომ ბღავის ხმამაღლა, აი ესენი გათელავენ ხალხს და ქვეყანას!
ამიტომაც, სხვა არჩევანი არც ქონდა ჩვენს დელეგაციას, ნუ, თუ არ ჩავთვლით ერის და სახელმწიფოს ინტერესების ღალატის ხარჯზე საკუთარი კომფორტის მოწყობას, რაც უკიდურესად უღირსი და უგუნური იქნებოდა.
პატივისცემას და სოლიდარობას გამოვხატავ ჩვენი დელეგაციის თვითოეული წევრის და მათი ოჯახების მიმართ, მთავრობის და პარლამენტის იმ წევრების მიმართ ვინც არ უღალატა ღმერთს და სამშობლოს”- წერს ჯონდი ბაღათურია.
ამ თემაზე:
დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში – თეა წულუკიანი
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს