“ვაპატიოთ მზია ამაღლობელს და გამოვუშვათ, ის კი არა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, მანაც უნდა თქვას, რომ ნერვებს აჰყვა და მოუვიდა, მაგრამ ვაპატიოთ”- განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა გოგა კოხრეიძემ 29 იანვარს, პირველი არხის გადაცემაში.
მისი თქმით, პატიება არ ნიშნავს იმას, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა, არსებული დაძაბული ვითარებისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს გარკვეულ დათმობაზე წასვლა და მისი გათავისუფლება.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს