აი, ეს კოხტაპრუწა ჰყავდათ “ქართული ოცნების” სპიკერად, ახლა ბოკერიას რომ შეჰყურებს დასჯილი ძაღლივით – ბონდო მძინარაშვილი

854
წაკითხვა/ნახვა

ჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილის გამოხმაურება გიგა ბოკერიასა და ვანო ზარდიაშვილის მიერ ერთობლივად ჩატარებულ ლექციაზე, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

“არა არს ღმერთი გარდა ბოკერიასი და ზარდიაშვილია მოციქული მისი. აი, ეს კოხტაპრუწა ჰყავდათ “ქართული ოცნების” სპიკერად, ახლა ბოკერიას რომ შეჰყურებს დასჯილი ძაღლივით, რომელმაც ფაჩუჩები დაღრღნა.
სირცხვილიც აღარ არის ეს ყველაფერი! ბოკერია ცდილობს, ახალგაზრდების ხმები მიიღოს. რას ცდილობს ზარდიაშვილი? და რას ფიქრობენ მისი დოსტები “ქართული ოცნებიდან”?

ბოკერიას მასპინძელი ორგანიზაცია “ინიციატორი” თბილისის საკრებულოში ისნის მაჟორიტარი დეპუტატის (“ქართული ოცნებიდან”) ნინო ლაცაბიძის და ვანო ზარდიაშვილის ხელშეწყობით შეიქმნა. ამ შეხვედრაზე, ბოკერიას მოსასმენად, ახალგაზრდული პარლამენტის წევრები მიიყვანეს. რატომ და ვისი თანხმობით?” – წერს ბონდო მძინარაშვილი.

ამ თემაზე:

ვანო ზარდიაშვილისა და გიგა ბოკერიას ერთობლივი ლექცია განხილვის საგნად იქცა

თქვენი კომენტარი?