“ტელეიმედი” ისეთივე გარყვნილი და პროპაგანდისტული არხია, როგორიც იმ გულისამრევი გვარამიას “მთავარი” – ლევან ლორთქიფანიძე

601
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ლევან ლორთქიფანიძე – პოლიტოლოგი


“ვუყურე “იმედის” გადაცემას “არენა”!

ერთ სტუმარს წამოსცდა პატივი მივაგოთ სუს-სო! (სპეცრაზმელის გარდავცალების უბედურებას ყველა ვიზიარებთ, აქ ინსტიტუტს მიაგებდნენ პატივს). ბოლომდე წამოცდენაც არ ყოფილა. მთელი გადაცემა სუს-ისთვის პატივის მიგებას ემსახურებოდა.

ბ-ნი თვალებჩასისხლიანებული, ბ-ნი წვერებიანი, ბ-ნი გადამდგარი და არშემდგარი გენერალი, სხვა პროფესიით ალქიმიკოსები წამყვანთან ერთად მთელი გადაცემა ერთ რამეს გვიმტკიცებდნენ:

ჩვენ ყველანი ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა დაიღუპებოდა და წავილეკებოდით !!! მთელი გადაცემა “ნაციონალური მოძრაობის” მტრები ამართლებდნენ და მხარს უჭერდნენ “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკას (ნაციონალების მთავარი ტვიფარი) იმ ადამიანის მიმართ, რომლის ბრალს ვერ ამტკიცებენ. მთელი გადაცემა ემსახურებოდა 19 წლის ბიჭის მკვლელობის გამართლებას ისე, რომ არავის დაუსვამს კითხვა – რატომ ვერ შეძლეს სუპერპროფესიონალმა და გენიოსმა მხედართმთავრებმა მძინარე სტუდენტის სისხლის გარეშე აყვანა?

მეზიზღება ყველა ის სუბიექტი, რომლისთვისაც სპეცრაზმელის სიცოცხლე მნიშვნელოვანია და ქისტის არა. სიცოცხლე სიცოცხლეა და მასთან მიმართებით ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობა ამორალურია.

ტელეიმედი ისეთივე გარყვნილი და პროპაგანდისტული არხია, როგორიც იმ გულისამრევი გვარამიას “მთავარი”! პრინციპები ერთნაირი გაქვთ, შესრულების ტექნიკითა და ვარცხნილობით განსხვავდებით. ორივენი ყველაფერს მოაწერთ ხელს, თქვენი ექსპერტებიანად, ოღონდ ბატონს ასიამოვნოთ.

P.S. ფეხებზე მკიდია, ვინ, რომელ არხზე და რამდენჯერ არ დამპატიჟებს! ხმას როგორმე მივაწვდენ ჩემთვის ძვირფას ჯგუფებს.

“ეს კაცი ეგრე ლაპარაკობს,
ეგრე წუხს, ეგრე ლაპარაკობს,
სულის სარჩოდა და საბარაქოდ,
ეს კაცი ეგრე ლაპარაკობს.”

თქვენი კომენტარი?
IMG.GE