ბოლო ამბები
21/10/2025

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის ბრალდებით დააჯარიმა

გაზიარება

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე გზის უკანონო გადაკეტვისთვის დააჯარიმეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში იმყოფებოდა, საღამოს კი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გავიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა მონაწილეებს.

მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობამ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გააუქმა.

ფინური მხარე კი საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ მათ თავად გააუქმეს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა.

 

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა