თაკო ჩარკვიანი ადამისტურებს, რომ სუპერმარკეტში მომხდარ ჯგუფურ ძალადობაში მისი ძმისშვილი, ჯაკო ჩარკვიანიც მონაწილეობდა. ამის შესახებ მან ტვ პირველთან სატელეფონო კომენტარში განაცხადა.
ჩარკვიანის თქმით, მის ძმისშვილს დაურეკა მანჩო გიორგობიანმა და უთხრა, რომ სცემდნენ და დახმარება სთხოვა.
“ეს ქალი მანამდე ჩხუბობს, არის ერთი ამბავი და მერე, როგორც ჩანს ურეკავს და ეუბნება – მცემენ და მომეშველეო. ძალიან მეცოდება ჯაკო, ძალიან კარგი ბიჭია ხალხო, როგორ აგიხსნათ? ძალიან მებრალება. მკვდარი ამხანაგის დედა რომ დაგირეკავს მცემენო, ალბათ ჩახვალ ხომ?
ცოდვაა ამს აქმისთვის ახალგაზრდა კაცი რომ ასე უბრალოდ დაისაჯოსს”- თქვა თაკო ჩარკვიანმა.
ამ თემაზე:
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

