შუაგულ ვაშინგტონში, სადაც სხვა პირველ ლედებთან და “პირველ ქმრებთან” “ჩაბრატებულ” ქართველი “პირველი ლედის” ამალაში მოთავსებული “განათლების მინისტრის მოადგილე” ვინმე ბაია, ყბის მოტეხვამდე რომ აღლაჭუნებს “ჟვაჩკას” და ბუშტსაც გამობერავდა, მაგრამ ენაზე შემოეხა საბედნიეროდ, ამაზეც აღშფოთდით ქოცებო და მე გამომეპარა? – წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში და ეხმიანება განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანს, რომელიც ამერიკაში მიმდინარე სამიტის დროს საღეჭ რეზინს ღეჭავდა, რაც კამერების ობიექტივში აღმოჩნდა და ვირუსულად გავრცელდა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს


