ბოლო ამბები
21/04/2026

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დაურეკა

გაზიარება

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დაურეკა. ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

პრემიერის ცნობით, მას ნაყოფიერი საუბარი ჰქონდა მარკო რუბიოსთან.

“ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

სხვა ამბების წაკითხვა