ჟურნალისტი ნუკა არველაძე პასუხობს “უცნობის” – გია გაჩეჩილაძეს, რომელმაც, საკუთარ გადაცემაში თქვა, რომ “კუჭის ამბავზე დაიყვანეს ქვეყნის ამბავი იმ ადამიანებმა, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს მაღალი ფასებისა და ბავშვთა შიმშილის გამო.
“ტვინის უჯრედები კი არ ეჭმუჭნებათ, უთხელდებათ და უქრებათ ამ შუბლძარღვგაწვეტილებს!
აი ამ დონეზე დაქლიავებაც აღარ შეიძლება! ერთი გამოგაცალონ ის ლუკმა პირიდან და გნახავ მერე აწიკვინებულს!
ზოგიერთს ჭკუა ჰყოფნის და ჩუმად მაინც არის! ხალხის შეურაცხყოფას გაეშვით, არავის დაუჯდა ეგ ,,იაფი”
პირდაპირ ინფლაციაში ხართ გაუფასურებული! “ქართული ოცნება”, აზრზე მოდით და რეალობა აღიქვით როგორც საჭიროა!
ამისთანების და მდედრიონის იმედად ცხვირპირს ისე წაიტეხთ, ვერ გიცნობთ პატრონი!”– წერს ნუკა არველაძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს


