23/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›საზოგადო

ნინო ნადირაძე, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

ექიმი ნინო ნადირაძე, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს.

“ბევრს აინტერესებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობის საქართველოში უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია, როგორც “ოცნების პროპაგანდისტის”, რაზეც ცალსახა პასუხი მაქვს –  არ მეგულება ვინმე, ვისაც არ უნდა, რომ იყოს ჩვენს ქვეყანაში ამისი შესაძლებლობა, ფულის დაზოგვაზე სპეკულაციები, საერთოდ სისულელეა ( სადღაც 3 მლნ დოლარი თვეში დღევანდელი საქართველოს ბიუჯეტის მდგომარეობით საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას და განსჯის საგანს, მითუმეტეს ამდენი ლანძღვის ატანას)

აქ არის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინ აიღებს თავზე ჯერ კიდევ კვლევის ფაზაში არსებული პრეპარატების გართულებასა თუ გვერდით ეფექტებზე და ზოგადად ეფექტურობაზე, ამიტომ მე რომ ვწყვეტდე, დარგის სპეციალისტებისგან შექმნილ ჯგუფს გადავაბარებდი ამ პასუხისმგებლობის თავზე აღებას, რა თქმა უნდა მშობლებთან კოორდინაციაში) და სახელმწიფოს მხოლოდ დაფინანსების ნაწილში ჩავრთავდი. ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა ამ ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, სახელმწიფომ, ექიმებმა და მშობლებმა”- წერს ნინო ნადირაძე.