22/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›პოლიტიკა

სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები იქამდე მივიდა, რომ საქართველო და აშშ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები იქამდე მივიდა, რომ საქართველო და შეერთებული შტატები სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.



„ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი და ამას ძალიან სერიოზულად მოვეკიდებით, თუ რა იქნება ჩვენი შემდეგი კომუნიკაცია და ნაბიჯები ამას საზოგადოებას გავაგებინებთ და ავუხსნით.

ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, არ არის სამართლიანი ჩვენი ურთიერთობების გათვალისწინებით ასეთი ინსტრუმენტის გამოყენება და კატეგორიულად მიუღებელიც არის, როდესაც მოსამართლეებს ასანქცირებენ მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ასეთი მაღალი დონის სტრატეგიული ურთიერთობები, პარტნიორობა და შეერთებული შტატების მთ ავრობას არაერთხელ აქვს, მათ შორის ერთი წლის წინ გაცხადებული, რომ საქართველო არის რეგიონში ერთერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი. აქ რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა იგულისხმება და საქართველო თავისი ინსტიტუტებით“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამ თემაზე:

ამერიკამ 4 ქართველი მოსამართლე დაასანქცირა – კელი დეგნანის განცხადება (ვიდეო)