ბოლო ამბები
09/02/2025

წარმოგიდგენიათ, კელი დეგნანმა სასამართლოს ფუნქცია შეითავსა – ლევან მურუსიძე

გაზიარება

„წარმოგიდგენიათ, სასამართლოს ფუნქცია შეითავსა, ხომ ხვდებით, რა ხდება. ხომ არ შეიძლება, რომ კელი დეგნანი იყოს ჭეშმარიტება. თუნდაც, დავუშვათ, რომ ხარ ამერიკის ელჩი, მაგრამ შეიძლება, რომ სასამართლოს გარეშე ადამიანზე თქვა – ოთხი კორუმპირებული? უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს და ესენი ლაპარაკობენ თუნდაც სასამართლო დამოუკიდებლობაზე.”- ასე გამოეხმაურა მოსამართლე ლევან მურუსიძე ამერიკის ელჩ კელი დეგნანის განცხადებას ქართველი მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით:

“მათ უნდათ, რომ ქართველ ხალხს გვერდში დაუდგნენ. 30 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, არ მინდა ახლა, მოსამართლე ვარ, მაგრამ გადახედეთ, რა შედეგები გვაქვს – დაკარგული ტერიტორიები, ათასი რამე და ჯობდა, რომ კელი დეგნანს ელაპარაკა, როგორ შეიძლება დავიბრუნოთ, ვთქვათ, აფხაზეთი. როგორ შეიძლება, დავიბრუნოთ სამაჩაბლო. როგორ შეიძლება, საქართველო გაძლიერდეს ეკონომიკურად, და არა ის, რომ შეითავსოს მოსამართლის ფუნქცია და თქვას, რომ მოსამართლეები არიან კორუმპირებულები ისე, რომ არც სასამართლო მომხდარა, არავის დავუბარებივარ.

არავის უთქვამს, აბა, ბატონო ლევან, მობრძანდით, და თქვენ რომ ამ ბრალდებას გიყენებთ კორუფციაზე, რა არგუმენტები გაქვთ საპირისპირო. ამიტომ ახლა გამოდის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რა თქმა უნდა, ძლიერი, გავლენიანი ქვეყანაა, მურუსიძეს მოერევა, ბუნებრივია, მაგრამ რომ იძახის, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სიმართლეს ლაპარაკობს. როგორ შეიძლება, მოსამართლის ფუნქციას ითავსებს? მოსამართლე არის? გაგვასამართლა?“ – განუცხადა ლევან მურუსიძემ საქართველოს პირველ არხს.”- განუცხადა ლევან მურუსიძემ პირველ არხს.

ამ თემაზე:

ამერიკამ 4 ქართველი მოსამართლე დაასანქცირა – კელი დეგნანის განცხადება (ვიდეო)

სხვა ამბების წაკითხვა