საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ პროფილზე ეხმიანება მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას, თითქოს მან, ქართული პოლიცია როდიონოვის “ჩექმას” შეადარა.
“არცერთ ჭორს და ცილისწამებას როგორც წესი არ ვპასუხობ, რასაც ალბათ ამ 4 წლის მანძილზე თქვენც შეამჩნევდით… მაგრამ ყველაფერს ზღვარი აქვს! და მაინტერესებს სად, როდის და რა სიტყვებით ოდესმე შემიდარებია როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია!
ან ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო?
ვინც ამას ავრცელებს ის შეურაცხყოფს სახელმწიფოს, მის ინსტიტუტებს და საკუთარ თავს. საერთოდ ტვინში, სულში და გულში რა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ასეთი რამ მოიფიქროს და ჭორად ჩამოაყალიბოს!”- წერს სალომე ზურაბიშვილი.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს