ბოლო ამბები
06/10/2026

დაკავებულია მოამბის ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა

დაკავებულია მოამბის ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა და მისი მეუღლე. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. გამოცემა პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავება ნარკოდანაშაულს უკავშირდება.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება კოკაინის შეძენა – შენახვა რეალიზაციის მიზნით და რეალიზაცია ) და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ( ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძისა) და ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინის შეძენა – შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სხვა ამბების წაკითხვა