ბოლო ამბები
13/09/2024

ნიკა გვარამია მიმაჩნია საქართველოს უბედურებად, მაგრამ ეს კაცი ციხეში ზის იმის გამო, რომ სამსახურებრივი მანქანა ემსახურებოდა – ლევან ლორთქიფანიძე

გაზიარება

“ღმერთმა იცის როგორ მიყვარს ნიკა გვარამია, დასანახავად…. ეს კაცი მიმაჩნია საქართველოს უბედურებად, მაგრამ ციხეში ზის იმის გამო, რომ სამსახურებრივი მანქანა ემსახურებოდა და ამიტომ უნდა დაიჭიროთ? – ნახეთ, როცა პოლიტიკური ნიშნული შემოდის სასამართლოში, ეს სასამართლო ხდება ხელისუფლების ნების გამტარი” – განაცხადა პოლიტოლოგმა ლევან ლორთქიფანიძემ 26 აპრილს, რადიო “პალიტრის” გადაცემა “შუა დღის სტუდია”-ში სტუმრობისას.

მისი შეფასებით, დღევანდელი სასამართლო დამოუკიდებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე პოლიტიკური არ არის და საყოფაცხოვრებო თემას ეხება, თუმცა, როგორც კი პოლიტიკური ნიშნული შემოდის, აქ მისი დამოუკიდებლობა სრულდება და იწყება ხელისუფლების ნების გატარება.

სხვა ამბების წაკითხვა