ბოლო ამბები
19/09/2024

ჩემი შვილი და მთელი ოჯახი 24 საათი ჩვენი ქვეყნით ვცოცხლობდით, მეტს კი არაფერს ვაკეთებდით, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი – გიული ალასანია

გაზიარება

ეს ისეთი დიდი უსამართლობაა, რაღაც აბსურდში ვცხოვრობთ. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რაღაც სასწაული ხდება ჩვენ თავს”– განაცხადა გიული ალასანიამ 28 აპრილს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა “დღის ამბებში” ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას, როდესაც მისი შვილის საქმეზე საუბრობდა.

გიული ალასანიას თქმით, მას დისკომფორტს უქმნის, როდესაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მისიით გადაყვანის საკითხზე, რადგან მისი საქმე არის შეთითხნილი და უსამართლობა და ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ის ციხეში აღმოჩნდებოდა.

“ამას როგორ მოველოდი მე, ადამიანი, რომელიც დღე და ღამე… და ეს არ დაიწყო 1995 წელს, ის სტუდენტი იყო, როდესაც საქართველო ეუთო-ში შეიყვანა და კიდევ ბევრი რამ, ეს ადამიანი ჩვენი ქვეყნით ცოცხლობდა, 24 საათი და სხვათა შორის ჩვენც, ოჯახის წევრები, მეტს კი არაფერ არ ვაკეთებდით ეს წლები და მივიღეთ ეს, რაც მივიღეთ, ეს ძალიან სამწუხაროა და გულს მტკენს მართალი გითხრათ, მაგრამ ახლა ვართ ამ რეალობაში, რომ გადაცემულია [სტრასბურგში] და მე მაინც იმედი მაქვს, რომ ევროპაში მაინც არის რაღაც სამართალი, გამომდინარე ჩემი შვილის ჯანმრთელობიდან, ველოდები რა თქმა უნდა დადებით პასუხს, მაგრამ ვნახოთ”- განაცხადა გიული ალასანიამ.

სხვა ამბების წაკითხვა