ვერ მოვატყუებ ხალხს და ვერ ვეტყვი, რომ “ქოცები” თუ სტატუსს მიიღებენ, ეს ევროპაში შეგვიყვანს – თამარ ჩერგოლეიშვილი (ვიდეო)

689
ნახვა/წაკითხვა

“სტატუსი თუ მოგვცეს, ოპოზიციის ბრალი იქნება. სტატუსს მოგვცემს თუ არა ევროკავშირი ეს არ არის დამოკიდებული ოპოზიციაზე, ეს იყო დამოკიდებული მთავრობაზე და დამოკიდებულია ევროკავშირზე, რომ უპირობოდ, ამ სანქცირებული სასამართლოს პირობებში შენ თუ მოგცა სტატუსი და ის უნდა დავივწყოთ კიდევ, რომ ხალხს მისცა, ანუ, ეს სტატუსი მიცემული იქნება მთავრობისთვის იმიტომ, რომ ხალხს განასახიერებს მთავრობა, ეს არის დემოკრატიის წესი.

მე უპირობოდ ვუჭერ მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას, თუმცა, სტატუსი არ არის გადამწყვეტი, მე არ მინდა სერბეთად დარჩენა. მე ვერ მოვატყუებ ხალხს და ვერ ვეტყვი, რომ “ქოცები” თუ სტატუსს მიიღებენ, ეს ევროპაში შეგვიყვანს. არა, არ შეგვიყვანს, პრობლემებს შეგვიქმნის”– განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა 28 აპრილს, “პალიტრანიუსი”-ს ეთერში სტუმრობისას.

“ასეთი ოპოზიციის პირობებში “ოცნებამ” კანდიდატის სტატუსი რომ მოიპოვოს, ჩათვალეთ, 2024-ში არჩევნებს იგებს. თუ მიიღებენ, ესეიგი ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ გეოპოლიტიკურ დერეფნად მაინც შევინარუნოთ, იმიტომ, რომ ოპოზიცია არაფრად არ ვარგა და ამ კრიზისს მაინც ვერ იყენებს ცვლილებისთვის”- აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.

ავტორის შესახებ

IMG.GE ___________________________ IMG.GE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here