“ქართული ოცნების” თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში კვლავ მმართველი პარტია გაიმარჯვებს.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, NDI-ისა და IRI-ის კვლევების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“თქვენ არაერთხელ გახსოვთ “NDI-ის, IRI-ის გამოცხადებული კვლევების შემდეგ ოპოზიციის აჟიოტაჟი და სიხარული, რომელიც შემდეგ იცვლებოდა მათი გულისტკენით, როდესაც უკვე არჩევნების შედეგები ცხადდებოდა.
რა თქმა უნდა, ასე იქნება 2024 წლის ოქტომბერშიც, ყველა დაინახავს, რომ საზოგადოების ნდობა არის სწორედ “ქართული ოცნების” მხარეს და არა რადიკალებისა და აგენტების მხარეს” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, IRI-ს მიერ, 2023 წლის მარტში ჩატარებული კვლევის თანახმად, მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართულ ოცნებას” 19 პროცენტი, ხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” 14 პროცენტი აქვს.
ორგანიზაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო ხმის უფლების მქონე 1500 ადამიანი გამოკითხა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს