ბოლო ამბები
09/02/2025

“უცნობმა” და სხვა “მებრძოლებმა” ხალხი მურუსიძისა და ჩინჩალაძის დასავად გამოიყვანეს – მერაბ მეტრეველი

გაზიარება

მერებ მეტრეველის შეფასება 30 აპრილს, რესპუბლიკის მოედანზე გამართულ შეკრებაზე:

“ვუსმინე ამ აქციას, რათა გამეგო, რის გამო გამოვიდა ეს ხალხი. ყველა გამომსვლელი მთავარ მიზნად სუვერენიტეტის დაცვას ასახელებდა. სუვერენიტეტის შელახვის მთავარი მაგალითი კი რა აქვთ? ამერიკის მხრიდან საკუთარ ქვეყანაში კლანის მოსამართლეების შესვლის აკრძალვა.

ანუ, “უცნობმა” და სააკაშვილის რეჟიმთან სხვა “მებრძოლებმა” ხალხი რეალურად სააკაშვილის და ადეიშვილის ყოფილი ხელის ბიჭების, მურისიძის და ჩინჩალაძის დასაცავად გამოიყვანეს.

მუდმივად “სისხლიან ცხრა წელზე” მოლაპარაკე ხალხი ქუჩაში გირგვლიანის, მოლაშვილისა და სხვა, უსამრთლოდ განხილული საქმეების მოსამართლეთა გადასარჩენად დააყენეს. ირონია და დაცინვა თუ გინდათ, ესაა!“- წერს მერაბ მეტრეველი.

სხვა ამბების წაკითხვა