ბოლო ამბები
06/10/2024

ხალხი ბრძენია; ხაბეიშვილის პრინციპული ხაზი და გულწრფელობა პოლიტიკაში უკვე აისახა – ჯონი გიგანი

გაზიარება

ხალხი ბრძენია; ხაბეიშვილის პრინციპული ხაზი და გულწრფელობა პოლიტიკაში უკვე აისახა საზოგადოებრივი აზრის კვლევაში”- წერს სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანის მეუღლე ჯონი გიგანი და ეხმიანება IRI-ის კვლევას, რომლის მიხედვით, ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო რეიტინგებში 14 პროცენტი მიიღო.

„ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია.
2 თვეში პარტია მზარდ რელსებზე გადავიდა, რაც საიმედო პერსპექტივას უქმნის პარტიის განვითარებას.

„ნაცმოძრაობის“ ე.წ. მეორე ფრთა, რომელსაც ხალხი დამსახურებულად „ფეიკ“ პარტიას უწოდებს სრულიად უპერსპექტივოა. პოლიტიკურ თაღლითობას მკაფიო ამოსაცნობი „ნიშნები“ აქვს, რასაც საზოგადოება გულწრფელად აღიარებს. ამგვარი აღიარებები პარტიას უფრო გააძლიერებს.
„ქართული ოცნება“ პრაქტიკულად ვეღარ იგერიებს ოპოზიციას, როცა ის

გაერთიანებულია. ამის მაგალითი უახლოეს დღეებში ვიხილეთ, რუსული კანონის „ომით“ დაწყებული სასამართლო კლანის „ფრონტით“ დამთავრებული.
ამიტომ პოლიტიკურ დღის წესრიგში ჯიუტად რჩება ოპოზიციური ძალების გაერთიანება. ამ უალტერნატივო გამოსავალს მხოლოდ მიკერძოებული და ფსევდო- ოპოზიცია არ აღიარებს.

„ძალა ერთობაშიას” მაგალითი გვიჩვენებს, რომ ოპოზიციურ ძალთა ერთი იდეის გარშემო გაერთიანება აფრთხობს და აშინებს ოლიგარქის კლანს.
ვის არ უნდა ოლიგარქის კლანის გაძლიერება?

აი, ამ კითხვას გასცენ პრინციპულად პასუხი ზოგიერთებმა და მერე „აგვიხსნან“ , რატომ ისვრიან „კენჭებს“ ნაღდი ოპოზიციის სუფთა მინდორზე.” – წერს ჯონი გიგანი.

სხვა ამბების წაკითხვა