ბოლო ამბები
მაისი 27, 2024

სააკაშვილი განმარტავს, თუ რატომ არ დაუწესა რუსეთს სავიზო რეჟიმი

აგვ3,2023
გაზიარება

სააკაშვილი განმარტავს, თუ  რატომ არ დაუწესა რუსეთს სავიზო რეჟიმი მაშინ, როდესაც ის იყო ქვეყნის პრეზიდენტი.

“ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში უვიზო რეჟიმის ვადა რუსეთის მოქალაქეებისთვის იყო 3 თვე, ჩვენს უშიშროების სამსახურებში მუშაობდნენ პატრიოტები და საქართველოში რუსული დაზვერვის ქსელი იყო განადგურებული.

უვიზო მიმოსვლის ამოცანას წარმოადგენდა ის, რომ რუსებს ენახათ, თუ როგორი წარმატებული სახელმწიფო ვართ, არ დაეჯერებინათ რუსული პროპაგანდისთვის და მოეთხოვათ რეფორმები რუსეთში, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოებისთვის.

ისინი პირდაღებულები და შოკირებულები დადიოდნენ ჩვენს ქუჩებში და უყურებდნენ ახალ საქართველოს.

ახლა კი, უშიშროების მაღალჩინოსნები რუს მზვერავებს და ჯაშუშებს ტრაპთან ხდებიან, სუფრებს უშლიან და საიდუმლო ობიექტებზე ექსკურსიებზე დაატარებენ.
ჩვენი საიდუმლო რუკები და მონაცემთა ბაზებიც კი გადასცეს რუსეთს.

დღეს, 1 წლიანი უვიზო რეჟიმის პირობებში რუსეთის მოქალაქეები ბიზნესებს საქართველოში, როგორც ლეგალურად, ასევე არალეგალურად იწყებენ.
ისინი არ იხდიან გადასახადებს. შესაბამისად, უფრო იაფად სთავაზობენ სერვისებს მომხმარებლებს.

აქედან გამომდინარე, ქართულ კომპანიებს ართმევენ შემოსავალს და იკავებენ ჩვენს სამუშაო ადგილებს.

რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში შექმნეს ავტონომიური სისტემა, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა სერვისსა და მომსახურებას აწვდიან, ქმნიან დახურულ ქსელებს, ყიდულობენ და აქირავებენ უძრავ ქონებას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ქართველებისთვის და ქართული კომპანიებისთვის.

კორუფციული სქემების დახმარებით ისინი მასობრივად იღებენ საქართველოს მოქალაქეობას და ყიდულობენ ქართულ მიწებს, რაც განსაკუთრებით საშიში მოვლენაა.”- წერს სააკაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა