“მიჩვეული ხართ მაინც და სახლში “მოაკეტინეთ” აჯობებს თქვენს შვილებს”- წერს თაკო ჩარკვიანი მსახიობ ქეთევან კიკნაძეს სოციალურ ქსელში:
“უცებ დედაჩემი წარმოვიდგინე, ირმა ჩხეიძე, გიგა ლორთქიფანიძის ქალიშვილზე რომ ცუდი სიტყვები დაეწერა და ისე გამიხარდა, რომ ვერაფრით ვერ წამოვიდგინე.
მართლა სასიამოვნოა დედაჩემის ღიმილიანი სიმშვიდის ნახვა და ფრაზა “ვერ ეღირსებიან ჩემს პასუხს ვერასოდეს, უღირსები” და თითებზე მკოცნის ჩემი ოქრო – ჩემი ბრძენი მოხუცი
ქალბატონო ქეთინო, აბა როგორ გიპასუხოთ ჯანსუღზე უფრო კარგად თქვენ რომ გაგირითმათ : “შენ მიტომ ხარ ქეთინო, გიგას “მოაკეტინო”.
ჰოდა მიჩვეული ხართ მაინც და სახლში “მოაკეტინეთ” აჯობებს თქვენს შვილებს , სხვის ოჯახებს და შვილებს შეეშვით, რა ვიცი მაინც უხერხულია მგონია გარდაცვლილებთან, თორემ ცოცხლების რომ არ გერიდებათ კი ვხედავთ და ისედაც ვიცით!”- წერს თაკო ჩარკვიანი.
ჩარკვიანებისა და ლორთქიფანიძეების პოლიტიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათი შეხედულებები ერთმანეთს არ დაემთხვა, რის გამოც მათ არაერთი პოსტი მიუძღვნეს ერთმანეთს. მათ შორის არის ქეთევან კიკნაძის პოსტი, რომელიც მან 2022 წლის 20 მაისს გამოაქვეყნა, სადაც ის წერდა:
“თაკო, უღირსო დედაკაცო! პასუხის გამცემი არ აღმოგაჩნდა? მაშ მე მომისმინე, ყოვლად უღირსო! როგორ ბედავ ბიძინას აუგად ხსენებას, დიდი მამულიშვილის და ერისკაცის შებღალვას, ჩარჩი არა ხარ ლამის თბილისი იყიდე? შე უმადურო! რამ გაგამწარა ასე რომ გაიძახი “მე ჩარკვიანის შვილი ვარო, ჯანო ჩვენ გვიყვარდა, როგორც კეთილშობილი და ერთგული ადამიანი, მაგრამ გალაკტიონში ხომ არ გეშლება?
შენ იმ ოჯახის შვილი ხარ, რომელიც ხალხს შეაზიზღე და თვითონ წაშალე. ენა მოიმოკლე, სანამ კიდევ დროა გონზე მოდი, ცოტა განათლება არ გაწყენდა, რომ გქონოდა, სოფლის დედაკაცსაც კი არ გაკადრებ, იმათ შინაგანი ინტელექტი აქვთ და საღად მსჯელობენ, შენ კი მდაბიოზე მდაბიო ხარ, მე წლებში ვარ, მაგრამ ეცადე სადმე არ გადამეყარო, მე რომელსაც ჭიანჭველაზეც კი ფეხი არ დამიდგამს.“- წერდა ქეთევან კიკნაძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს