ბოლო ამბები
14/12/2024

პარტია “საქართველოსთვის” იმპიჩმენტის პროცედურას მხარს, რა თქმა უნდა არ დაუჭერს – გიორგი გახარიას ვიდეომიმართვა (ვიდეო)

გაზიარება

პარტია “საქართველოსთვის” მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მისი შეფასებით, შეფასება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, ეს არის გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ

“ეს გახლავთ მიზანმიმართული ნაბიჯი ქვეყანაში რადიკალიზაციის, დაპირისპირების, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, რაც, რა თქმა უნდა, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ საზოგადოებას, სტაბილურობის სერიოზულ პრობლემას უქმნის. სწორედ ამიტომ, პარტია “საქართველოსთვის” იმპიჩმენტის პროცედურას მხარს, რა თქმა უნდა არ დაუჭერს.

გარდა ამისა, მე მინდა თხოვნით მივმართო ბევრ ღირსეულ ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა “ოცნებაში” – მინდა მათ ვკითხო, როგორ ფიქრობთ, 2012 წელს, ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ, რატომ არავის არ მოსვლია აზრად სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება და დღეს, რატომ აყენებს ვიღაც, საქართველოს იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, რომლის არჩევაშიც თქვენც და მეც პირადად, დიდი წვლილი გვაქვს მიღებული”- ამბობს გიორგი გახარია ვიდეომიმართვაში.

სხვა ამბების წაკითხვა