ბოლო ამბები
11/12/2024

ჩემი შვილი ღამე ბუნკერთან ჩადის პურისთვის, არც წამალი გვაქვს და არც საკვები. დამხმარეც არავინ არ მყავს

გაზიარება

40 წლის მაყვალა თუმანიშვილი 10 წლის შვილთან ერთად უკიდურეს მდგომარეობაში, მარტო ცხოვრობს.

ახალგაზრდა ქალს დიაბეტი აქვს, რის გამოც მხედველობა შეეზღუდა, ფეხზე პრობლემები შეექმნა და გადაადგილება უჭირს.

ის რუსთავის ავტობაზრობასთან არმისული, ერთ-ერთ შენობაში ცხოვრობს.

მაყვალა თუმანიშვილმა Multimedia.ge-ს მომართა და გვთხოვა მისი ამბის გავრცელება.

“მე ვარ მაყვალა თუმანიშვილი, ვარ ავადმყოფი, დიაბეტიანი, მხედველობა შეზღუდული. არ შემიძლია არაფერი, ვარ 10 წლის ბავშვზე დამოკიდებული.

არც წამალი გვაქვს და არც საკვები. დამხმარეც არავინ არ მყავს.

გევედრებით, მცირედით დაგვიდექით გვერდში კეთილო ადამიანებო, რომ ელემენტარული წამალი და საკვები შევიძინო.

ჩემი შვილი ღამე ბუნკერთან ჩადის პურისთვის, როცა არის ის ამოაქვს. მე არაფერი შემიძლია გარდა იმისა, რომ დაგლოცოთ ყველა ამ სიკეთისთვის. იყავით დალოცვილებო და გახარებულები.

დიდი ბოდიში რომ გაწუხებთ, ძალიან გთხოვთ, თუ შეგიძლიათ რომ დაგვეხმაროთ. გუშინ შუადღის მერე ლუკმა პურიც კი არ გვქონია, გურიკა (10 წლის ვაჟი) ღამე ბუნკერთან ჩავიდა, იციან ხოლმე პურის დაკიდება, მაგრამ არაფერი იყო.

გევედრებით, პური და ღამე წვნიანი რომ გავიკეთოთ, იმდენით დაგვეხმარეთ!  მაპატიეთ, ძალიან კი გაწუხებათ, მე ვერაფრით ვერ გადაგიხდით, მაგრამ ჩემი ლოცვა არ მოგაკლდებათ არც თქვენ და არც თქვენ ოჯახს” – გვწერს მაყვალა თუმანიშვილი.


დახმარების მსურველებთ თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ საქართველოს ბანკზე:

#GE05BG0000000161401930  (მიმღები მაყვალა თუმანიშვილი)

ასევე, პირადი ნომრით თანხის გადარიცხვა საქართველოს ბანკის ანგარიშზე: #01824099737

ან დაუკავშირდით ტელეფონზე: 595 30 59 44

სხვა ამბების წაკითხვა