ბოლო ამბები
11/12/2024

პირველი შემთხვევაა ამ ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ამერიკის საელჩო დაუპირისპირდა „ნაცმოძრაობის“ დეზინფორმაციას

გაზიარება

“პირველი შემთხვევაა ამ ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ამერიკის საელჩო დაუპირისპირდა „ნაცმოძრაობის“ დეზინფორმაციას.”– განაცხადა”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, როდესაც გამოეხმაურა ამერიკის საელჩოს განცხადებას, სადაც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამერიკას საქართველოში სამხედრო ბაზის განთავსება სურდა, თუმცა “ქართულმა ოცნებამ” უარი განაცხადა.

„მე, კიდევ ერთხელ, მადლობას გადავუხდი საელჩოს ობიექტურობისთვის. პირველი შემთხვევაა ამ ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც საელჩო დაუპირისპირდა „ნაცმოძრაობის“ დეზინფორმაციას და მან გააკეთა ასეთი, ძალიან მნიშვნელოვანი, ობიექტური განცხადება „ნაცმოძრაობის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი რამ, სამწუხაროდ, ბოლო ელჩის პირობებში არ ხდებოდა. როგორც კი წავიდა ელჩი, მაშინვე გავრცელდა ობიექტური ინფორმაცია საელჩოს მიერ და ამისათვის საელჩოს დიდი მადლობა.

როდესაც ასეთ დეზინფორმაციას ავრცელებ, თან – ასეთ სენსიტიურ თემაზე და მერე ამერიკის საელჩოს და სახელმწიფო დეპარტამენტს უწევს ამის უარყოფა, ეს, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სხვა ამბების წაკითხვა