ბოლო ამბები
12/12/2024

ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში – თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს

გაზიარება

“ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში – თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს”- წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში იწყება, სადაც უნდა გაირკვეს, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კონსტიტუცია, როდესაც მთავრობის უარის მიუხედავად, საგარეო ვიზიტები განახორციელა.

იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, პარლამენტი დაიწყებს იმპიჩმენტის პროცედურას, რასაც 100 დეპუტატის ხმა სჭირდება, რაც მმართველ პარტიას არ აქვს და საჭიროა ოპოზიციონერი კოლეგების დახმარება.

სხვა ამბების წაკითხვა