“ადამიანებო გევედრებით, გემუდარებით, მომაქციეთ ყურადღება წელიწადი და ხუთი თვეა ვიხვეწები ჩემი შვილისთვის დახმარებას, გთხოვთ ნუ მაგრძნობინებთ აჩრდილივით თავს, უბრალოდ გაზიარებას გთხოვთ პოსტის, რომ მივიტანო მერიამდე ჩემი ტკივილი”- წერს პატარა სანდროს დედა, მაკა ზარანდია სოციალურ ქსელში.
“ჩემი სანდრო იტანჯება უამრავი ტკივილით, რაც გამოიწვია მისმა დიაგნოზმა ჰედროცეფალიამ და დაგვიანებულმა მკურნალობამ, სანდრომ 4 თვის ასაკში დაკარგა სმენა და მხედველობა,
დაემართა მენინგიტი, რომელმაც დაუზიანა ტვინის უჯრედები, ჩემი სანდრო ახლა წლის და ცხრა თვისაა და დამოუკიდებლად არც ზის ვერც დადის, ვერც ჭამს ვერაფერს სააფთიაქო კვების გარდა, ამასაც შემოწირულობებით ვყიდულობ, სანდროს მდგომარეობა არის ბომბივით ფეთქებადი, სასწრაფოდ საჭიროებს მეექვსე ოპერაციას, ამის შემდეგ კი რეაბილიტაციას, რა დავაშავეთ მე და სანდრომ ასეთი არ ვიცი რომ ასე ვიტანჯებით
ძალიან გვჭირდებით ძალიან, ამ პოსტით ვცდილობ შევაგროვო ოპერაციის 20 % და რეაბილიტაიის თანხა , გთხოვთ ჩემი სანდროსთვის არ დაიზაროთ ერთი გაზიარება გთხოვთ, დამეხმარეთ სანდროს ფეხზე დაყენებაში და უფალი ჩემნაირი დედის დახმარებას ასმაგად დაგიბრუნებთ
გთხოვთ ვინც ვერ დამეხმარება გულს მაინც ნუ მატკენს ისედაც ცოცხალ მკვდარი დავდივარ “- წერს პატარას დედა, მაკა ზარანდია.
თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ საბანკო ანგარიშებზე:
დარეკეთ ამ ნომერზე: 555 22 44 85 – მაკა ზარანდია
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს