ბოლო ამბები
01/12/2024

ვევედრები ყველას, რომ გააზიარონ ჩემი ტკივილი, რომ გაიგოს კახა კალაძემ როგორ ვიტანჯები – პატარა სანდროს დახმარება ესაჭიროება

გაზიარება

პატარა სანდროს დახმარება ესაჭიროება. როგორც მისი დედა, მაკა ზარანდია ამბობს, კლინიკაში, ვირუსით შეყვანილი ბავშვის მდგომარეობა ექიმების დაუდევრობის შედეგად გაუარესდა.

მაკა ზარანდია საზოგადოებას და თბილისის მერს, კახა კალაძეს დახმარების თხოვნით მიმართავს:

“ვირუსით მიყვანილი ბავშვი დამიბრმავეს, დამიყრუეს და არავინ აგო პასუხი, მომაკვდავი გადავიყვანე “ამტელ ჰოსპიტალიდან” პრივატ კლინიკაში ჩემი სანდრო, სადაც სიცოცხლე აჩუქეს, არც ძალა მქონდა, არც ფული, რომ მებრძოლა  “ამტელ ჰოსპიტლის”კლინიკასთან.

ასე დამღუპეთ, ბავშვი დამიტანჯეთ და ხალხის შემოწირულობის იმედად დამტოვეთ. ხუთი ოპერაცია გავუკეთეთ წლის და ცხრა თვის ბავშვს! სოციალურიც გამიჩერეთ მისამართის შეცვლის გამო, ის მისამართიც იმიტომ შევიცვალე, რომ ქირა ვერ გადავიხადე.

ასე დამატარებთ კლინიკიდან კლინიკაში, ვიზიტები, კვლევები, არ მეკითხებით როგორ გადავიხდი ამ ყველაფერს, ასე გაგვწირეთ კლინიკიდან დაწყებული, სისტემით დამთავრებული, პასუხი არავინ აგო სანდრო რომ ლამის მომიკლეს და ვიხვეწები, ვევედრები ყველას, რომ გააზიარონ ჩემი ტკივილი, რომ გაიგოს კალაძემ როგორ ვიტანჯები.

მათხოვრად მაქციეს საკუთარ სამშობლოში, გაციებული ბავშვი მივიყვანე, მომაკვდავი გამომატანეს და ხუთი ოპერაცია ხალხმა გამაკეთებინა, ყველა კლინიკის ვალი მაქვს, ყველა კლინიკა ვალის აღიარებით დავტოვეთ

ერთი ჯგუფია ტანსაცმლის ლაბორატორია მისი ადმინი პირდაპირ ანგელოზად მოუვლინა სანდროს უფალმა, ეს გოგო დაუღალავად იბრძვის სანდროსთვის ჩემთან ერთად.

მე არავინ მპასუხობს, არცერთი ცნობილი სახე, თავს ისე გარიყულად ვგრძნობ ყველასგან.

Მე რომ შევეწირები ჩემს სანდროს ალბათ მერე დაიწყება ამ ქვეყანაში ჰიდროცეფალიის მკურნალობის დაფინანსება, ვინც იცნობს ამ დაავადებას ყველამ იცის რას გავდივართ მე და სანდრო, სრულყოფილი მკურნალობის და რეაბილიტაციის თანხას ვერასდროს მოვუყრი თავს და ამ რეალობას რომ ვუსწორებ თვალს ცოცხალმკვდარი ვარ, მხედველობა დაკარგა გავუძელი, სმენა დაკარგა გავუძელი, ხუთი ოპერაცია გაუკეთდა გავუძელით მეექვსეს ვუკეთებთ ახლა და არვიცი რამდენს გავუძლებთ

ხელისუფლება არ მიბრალებს სოციალურიც არ შემარგეს , ხალხს რომ არ ვებრალებოდეთ არვიცი აქამდე როგორ მოვიდოდით

 დავიღალე ხალხო, მეექვსე ოპერაცია სჭირდება სანდროს და ახლა შარდის ბუშტში აღმოაჩნდა მოძრავი კენჭი, ამის გარეშე შუნტს ვერ უცვლიან თავში, რა გავაკეთო, რით გავაკეთო, გააზიარეთ გთხოვთ, კახი, იქნებ ნახო ჩემი გასაჭირი, იქნებ მომეხმარო და სანდროს რეაბილიტაცია დამიფინანსოთ,  გააზიარეთ გთხოვთ”- წერს მაკა ზარანდია.

საქ. ბანკი (მიმღები: მაკა ზარანდია)
#GE44BG0000000365994986

თიბისი ბანკი (მიმღები: მაკა ზარანდია)
#GE21TB7564645064300047

ლიბერთი ბანკი (მიმღები: მაკა ზარანდია)
#GE29LB0711154613074000

ან პირადი ნომრით: 19001068596

 

დარეკეთ ამ ნომერზე: 555 22 44 85 – მაკა ზარანდია

სხვა ამბების წაკითხვა