ბოლო ამბები
12/10/2024

ნიკა გვარამიას თქმით, სალომე ზურაბიშვილმა დამცირების საპასუხოდ მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს

გაზიარება

ნიკა გვარამიას თქმით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა “ქართულ ოცნებას” ერთგვარი სამაგიერო უნდა გადაუხადოს და მისი დამცირების საპასუხოდ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

ამის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომელიც ეხმიანება საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რითაც პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნეს.

“სხვათა შორის, “არა და არასდროს” არ დაუმცირებიათ საქართველოს არც ერთი პრეზიდენტი ისე, რომ კონსტიტუციის დამრღვევად ოფიციალურად ეცნოთ და ღია ეთერში მოწყობილ საჩვენებელ პროცესზე მასზე “გადაეჯლიგინებია” ხელისუფლების საპარამენტო “ბედაურებს” (სხვა საკითხია, რომ ზურაბიშვილს რეალურად კონსტიტუცია არც დაურღვევია).

ჰოდა, ქოცების მიერ მის ღია და მძიმე დამცირებაზე ერთადერთი პროპორციული და ადეკვატური პასუხი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ლაპარაკიც არ უნდა, რომ ყველაფერი დანარჩენი ბოდიალი და ბოლია.- წერს ნიკა გვარამია.

სხვა ამბების წაკითხვა