“ იდიოტებო, განუვითარებელო პრიმიტივებო, ასი წელი ვერ გამაშავებთ, თქვე უწიგნურებო”– მიმართა გუბაზ სანიკიძემ იმ ადამიანებს, ვინც მისი განცხადება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ვერ გაიგო და ჩათვალა, რომ სანიკიძე წინააღმდეგია ამ სტატუსის მონიჭების.
როგორც მან ტვ “პირველი”-ს ეთერში განმარტა, კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის ქართველ ერს და არა მოსახლეობას, რაშიც დიდი განსხვავებაა და თუ ამას ვერ არჩევენ “პროპაგანდისტები”, ეს მათი პრობლემაა და მათ გაუნათლებლობაზე მეტყველებს.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს