“აი, შეხედეთ დაუძინებელო მეგობრებო. საფრანგეთის პრეზიდენტი ღარიბაშვილის გვერდით დგას და ქართველ ხალხზე საუბრობს.”– ასე ეხმიანება თამარ ჩერგოლეიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის მიერ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტს
“ქართველი ხალხი ↔ ღარიბაშვილი, სალომეც კი არა. ღარიბაშვილი!
ახლა გააღეთ პირი, და მითხარით, სალომეს იმპიჩმენტის ტანტრუმი კრედიტზე ჩხუბი იყო, თუ სტატუსის საბოტაჟი?
(იხ. მარგველაშვილთან ჩხუბი ასოცირების ხელმოწერაზე და შემდეგ, ტორტზე დასმული ღარიბაშვილის ავტოგრაფი).
თუ სტატუსი არ უნდოდათ და ევროკავშირმა “სილა გააწნა” –
სალომეს ლოყა რატომ არ შეუშვირეს?
საკუთარ ლოყას რატომ უშვერს ღარიბაშვილი? მართლა კი არა! ვიცი, რომ არ გაგაჩნიათ ამ კითხვებზე პასუხები.
დახშული გაქვთ გონების ცნობისმოყვარე ნაწილი, რომელიც კითხვებს სვამს და პასუხებს ეძებს. ამიტომ, გააღეთ პირი, და თქვით – აააააააა”- წერს ჩერგოლეიშვილი.
ამ თემაზე:
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს