“ალტ-ინფო”-ს მხარდამჭერები სოლიდარობას უცხადებენ პატიმარ ლაშა შარუხიას, რომელმაც 16 დეკემბერს, მცხეთში ევროკავშირის დროშა პროტესტის ნიშნად დაწვა.
შარუხია დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
ადვოკატის ცნობით, ზარალი 1000 ლარს შეადგენს, მოსამართლემ კი არ გაითვალისწინა გირაოს შუამდგომლობა და ლაშა შარუხიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს