“დავიჭიროთ ალტ-ინფოელები, ვითომ მოძალადე ქმრები, არარსებული “ფემიციდისტები”, და ვიყოთ ასე ბიჭოლას და დემნას იმედზე”- წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში, რომელიც ეხმიანება ევროკავშირის დროშის დაწვაზე “ალტ-ინფო”-ს ლიდერების დაკავებას, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა ერთ-ერთი მხარდამჭერი ლაშ შარუხია წინასწარ პატიმრობაშია.
“ჰო, დოი (რეჟისორი დათო დოიაშვილი) და ნიკოლოზ “რაჭველი” არსად დაგავიწყდეთ, ფეხები დაუთბუნეთ!
აფხაზეთს და სამაჩაბლოს მაჯაში და წელში გადაგრეხილი, კოჭებშიშველი ბიჭები დააბრუნებენ! მეტი კი არაფერია გეი პროპაგანდა! დროშები ჩქარა!”- წერს ლალი მოროშკინა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს