ეკატერინე ტიკარაძე და კახა კუჭავა “ქართული ოცნების” ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში აღარ იქნებიან. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა ბრიფინგზე.
“ბოლო პერიოდში, კახა კუჭავა და ეკა ტიკარაძე პარტიულ საქმიანობაში ფაქტობრივად აღარ იყვნენ ჩართულები. ჩვენ გვქონდა მათთან საუბარი და ისინი აღარ არიან წამოდგენილი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, ეკა ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრი იყო, ხოლო კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარე.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს