ბოლო ამბები
12/12/2024

ჩვენი პარტია სრული ძალებით ემზადება 2024 წლის არჩევნებში ხალხთან ერთად გამარჯვებისთვის – მიხეილ სააკაშვილი

გაზიარება

ჩემი დავალებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების კოალიციის“ ლიდერები საქართველოს რეგიონებში ჩვენი პარტიის რაიონულ და რეგიონულ ლიდერებს ხვდებიან, სრულიად საქართველოს ულოცავენ კანდიდატის სტატუსის მიღებასა და “ქართული ოცნების” დამარცხებას.”- წერს მიხეილ სააკაშვილი, რომლის პოსტიც მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

“ჩვენი პარტია სრული ძალებით ემზადება 2024 წლის არჩევნებში ხალხთან ერთად გამარჯვებისთვის, რათა დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

ჩვენი ეროვნული ამოცანაა ევროკავშირში გაწევრიანება, რაც ნიშნავს მშვიდობას, კეთილდღეობასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
მისასალმებელია ანგარიშვალდებულების ის ახალი თამასა, რომელიც წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ, მის მიერ წლიური ანგარიშის ჩაბარებისას დააწესა.”- წერს სააკაშვილი.

 

სხვა ამბების წაკითხვა