იტალიაში, სოფელ კაპოკასტელო დი მერკოლიანოში, წმინდა პეტრესა და პავლეს კათოლიკური ეკლესიის მღვდელმა იესო ქრისტეს შობის სცენა ერთნაირსქესიანი (ლესბოსური) შინაარსის ფიგურებით წარმოადგინა, რომელშიც ქრისტეს მშობლები ქალები არიან.
როგორც ავტორმა, მამა ვიტალიანო დელა სალამსააგენტო “როიტერს” განუცხადა, ამ სცენით სურდა ეჩვენებინა, რომ ოჯახები აღარ არის ტრადიციული.
”მინდოდა ამ სცენით მეჩვენებინა, რომ ოჯახები აღარ არის მხოლოდ ტრადიციული. ჩვენს სამრევლოებში სულ უფრო მეტ ბავშვს ვხედავთ ახალი ტიპის ოჯახებიდან, რომლებიც არსებობენ და ჩვენი საზოგადოების ნაწილია, განცალკევებული და განქორწინებული ადამიანების შვილები, გეი წყვილები, მარტოხელა ადამიანები, ახალგაზრდა დედები” განუცხადა მამა ვიტალიანო დელა სალამ Reuters-ს.
მამა დელა სალა, რომელიც იტალიაში ცნობილია ლგბტ და მემარცხენე მიზეზების მიმართ სიმპათიით, ამბობს, რომ მისი დამოკიდებულება შეესაბამება რომის პაპ ფრანცისკეს, რომელმაც ამ კვირაში, მნიშვნელოვანი განჩინებით, მღვდლებს უფლება მისცა დალოცონ ერთსქესიანი წყვილები.
ფაქტმა აღაშფოთა იტალიის კონსერვატიული საზოგადოება და შეიქმნა ონლაინ პეტიციაც ამ სცენის წინააღმდეგ.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს