“ამ წელსაც გადაწყვიტეს რომ მთელი წელი უნდა ვყოფილიყავი ,,ჩუმად,, ანუ
სიმღერის-კონცერტების გარეშე”- წერს მომღერალი ნინო ქათამაძე და ამბობს, რომ ხელისუფლებამ ის პოლიტიკური შეხედულებების გამო დაბლოკა და არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ კონცერტებში მიიღოს მონაწილეობა.
“იბრძოლეს ყველგან და ყველასთან სადაც შეეძლოთ…(ვინ? ..იმედი მაქვს ხვდებით)
და ამ ახალ წელსაც ვერ შევძლებ თქვენთან ერთად ყოფნას, რადგან აქაც არ დაიშურეს ძალები.
სამწუხაროდ, ვერც ერთ ქალაქში ვერ შევხდებით, განსაკუთრებულიად მტკივა ჩემი ბათუმი.. ამ დღეებში აუცილებლად ჩაგერთვებით ფეისბუქზე, რადგან ვთვლი რომ უნდა იცოდეთ დეტალები, სანამ კიდევ რამე ,,მომაწერეს და დამაბრალეს”- წერს ნინო ქათამაძე.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს